Sunday, December 15, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:
ძველი ქართული ხელნაწერები

პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: 
მოსწავლეები ისწავლიან საინფორმაციო ხასიათის ტექსტებზე მუშაობას, საჭირო ინფორმაციის ამოკრებას და საპრეზენტაციოდ დამუშავებას.

პროექტის აქტუალობა:
პროექტზე მუშაობით მოსწავლეები ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას, საპრეზენტაციოდ მომზადებას.

პროექტის მიზნები:
გაეცნონ ძველი ქართული ხელნაწერების ნიმუშებს, მოიძიონ ინფორმაცია მათ შესახებ, მოამზადონ მოძიებული მასალა საპრეზენტაციოდ.

მონაწილეთა ასაკი:
13-14 წლის

ვადები/ხანგრძლივობა: 
ერთი თვე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას სლაიდებით, წერენ ესეს.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელო, ზ.ჭუმბურიძე "ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ", ფოტოაპარატი,რვეული, კალამი, კომპიუტერი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
VIII კლასის სახელმძღვანელოში შეისწავლიან ნაწყვეტს ზ. ჭუმბურიძის წიგნიდან "ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ", ეცნობიან სამი შატერდული ხელნაწერის ისტორიას.
ამოს შემდეგ მივდივართ ხელნაწერთა ინსტიტუტში, სადაც მოსწავლეები ეცნობიან იქ წარმოდგენილ ექსპონატებს, იღებენ ფოტოებს და აკეთებენ ჩანაწერებს.
კლასში აირჩევა სამი-ოთხი საკითხი, რომელმაც მეტად დააინტერესა მოსწავლეები.
ჩამოყალიბდება საპროექტი ჯგუფები ინტერესის გათვალისწინებით.
თიეულ ჯგუფში დასახელდება ლიდერი, რომალიცცორგანიზებას გაუკეთებს წევრების მუშაობას, თვალყურს ადევნებს დააღწერს სამუშაო პროცესს.
ჯგუფის წევრთაგან ზოგი იძიებს დამატებით ინფორმაციას მასალასთან დაკავშირებით ისტორიის პედაგოგის დახმარებიტთ, შეგროვებულ მასალებს ამუშავებს და აერთიანებს ჯგუფის მეორე წევრი, დამუშავებული მასალებისა და ფოტომასალებით სხვა წევრი აკეთებს სლაიდშოუს.
მომზადებულ პრეზენტაციას წარადგენენ აუდიტორიის წინაშე. 

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კევშირი:
კავშირი აქვს ქართულთნ და ისტორიასთნ. ეცნობიან იმ პერიოდს, როცა იქმნებოდა ეს ხელნაწერები, რა სირთულეებთან იყო ეს დაკავშირებული, რა გზა გაიარეს მათ ჩვენამდე მოსაღწევად.
VIII.1.·         მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას;
VIII.5·         დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და მათზე დაყრდნობით ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
·         აანალიზებს და კონკრეტული ნიშნის მიხედვით, სისტემურად ახდენს ტექსტში მოცემულ ინფორმაციის კლასიფიკაცია-კატეგორიზაციას;
VIII.11.·         ამოიცნობს და თავადაც იყენებს საშუალებებს (მაგალითად, მწერლის, საზოგადო მოღვაწის გამონათქვამების/მოსაზრებების დამოწმება, მიმართვის ან ემოციის გამოხატვის ფორმები და სხვ.), რომლებიც შეესაბამება სხვადასხვაგვარ აუდიტორიასა და მიზნებს;
·         აუდიტორიის ასაკისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით აფორმებს ტექსტს;
VIII.12.·         სწორად ხმარობს ზმნის დრო-კილოთა და ქცევის ფორმებს;
·         იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის სალიტერატურო ნორმებს; 
 ·         მართებულად იყენებს მსჯელობისა და არგუმენტაციისთვის შესაფერის ლექსიკასა და სინტაქსურ  კონსტრუქციებს („თუ... მაშინ...“, „აქედან გამომდინარე...“, „ამრიგად...“, „მაშასადამე...“, „რასაც ადასტურებს...“);
·         მიმოხილვითი ხასიათის ტექსტის შექმნისას იყენებს შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს. 
VIII.13.·         შეაქვს ტექსტში შინაარსობრივი და სტრუქტურული ხასიათის შესწორებები, რათა იგი იყოს მკაფიო, ლოგიკური და თანამიმდევრული;
·         ასწორებს ნაწერში ორთოგრაფიულ, პუნქტუაციურ და გრამატიკულ შეცდომებს; იყენებს ორთოგრაფიულ და უცხო სიტყვათა ლექსიკონებს; 
·         იყენებს კომპიუტერულ ტექნოლოგიას ტექსტების შესადგენად, დასაფორმატებლად და პრეზენტაციის მოსამზადებლად.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თამარ ხუნწარია

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tktkhuntsaria@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: tamunakhuntsaria.blogspot.com


სლაიდები ხელნაწერებზე