გაკვეთლის მასალები

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის  მთავარი თემა
ძველი ქართული ხელნაწერები
როგორ იქმნებოდა წიგნები? რა არის  რეზიუმე?  დედანი? ასლი? ოთხთავი?
სწავლების საფეხური
VIII კლასი



მოსწავლეთა პროფილი
კლასში 23 მოსწავლეა
განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლე კლასში არ არის



გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ხელნაწერების შექმნის იტორიას, მათ თავგადასავალს.მიმოიხილავენ საქართველოს ისტორიის იმ პერიოდს, როცა იქმნებოდა ეს ხელნაწერები, გაეცნობიან იმ კულტურულ კერებს, სადაც იქმნებოდა ხელნაწერები  და  იმ ისტორიულ პირებს, რომელთა დახმარებითაც იქმნებოდა. შეიტყობენ მათი მნიშვნელობის შესახებ და ერთგვარი საფუძველი იქნება X კლასში აგიოგრაფიული ზეგლების სასწავლად.




გაკვეთილის მიზნები და შედეგები

მოსწავლეები ისწავლიან როგორ იკითხონ  სამეცნიერო-პუბლიცისტური ტექსტები.
გაიგებენ რა არის რეზიუმე და როგორ წერონ იგი.
გაიგებენ რა როლს ასრულებს ციტატა საინფორმაციო ხასიათის ტექსტში.·
viii.1.  მსჯელობ სსათანადო   არგუმენტაციის მოხმობით   და თანმიმდევრულად  ავითარებს თვის მოსაზრებას.
viii,4 აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე  წინასწარ ამზადებს და სათანადიდ იყენებს დამხმარე მასალას.
viii.9. მონიშნავს ტექსტის ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელოვან ადგილებს.
იყენებს მარკირების საკუთარ სისტემას.
viii.13. ირჩევს ტექსტის თემატიკას და შეადგენს გეგმას სპეციფიკური მიზნებისა და აუდიტორიის მოთხოვნების გათვალისწინებით.
წინასწარი ცოდნა

იციან რა არის ციტატა, რა ეტაპები იყო ადრე გასავლელი წიგნის შესაქმნელად.




შეფასების საგანი და პროცედურები

სასწავლო შედეგების შესამოწმებლად ვიყენებ ინდივიდუალურ განმსაზღვრელ შეფასებას, შევაფასებ გაკვეთილის პროცესში ჩართულობის ხარისხსა და ზეპირ პრეზენტაციას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით




სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

VIII კლასის სახელმძღვანელო, ზ. ჭუმბურიძე „ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“, ვიკიპედია, კომპიუტერი, პროექტორი, სლაიდები, კალამი, რვეული.




გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
გაკვეთილს დავიწყებთ გონებრივი იერიშით, შეავსებენ ასოციაციურ რუკას, გასცემენ პასუხს კითხვას: რა ვიცით დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებილ ქართულ ეკლესია-მონასტრებზე? რა გვსმენია ქართულ ხელნაწერებზე? 7 წთ.
ასოციაციური რუკის შევსების შემდეგ ვანახებ სლაიდშოუს შატბერდის, ადიშის, ჯრუჭის, პარხლის ეკლესია მონასტრებსა და ხელნაწერებზე. 15 წთ.
მოვუყვები ტაო-კლარჯეთში ეკლესია-მონასტრების მშენებლობაზე, წმ. გრიგოლ ხანძთელსა და აშოტ კურაპალატზე, რომელთა თაოსნობითა და ძალისხმევით ჩაეარა იქ საფუძველი მონასტრების შენებასა და ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას. 15 წთ.
გაკვეთილის ბოლოს შევავსებინებ სქემას: რა ვიცოდი? რა გავიგე? რისი გაგება მინდა? 5 წთ.
საშინაო დავალება: ყურადღებით წაიკითხონ ნაწყვეტი ზ. ჭუმბურიძის წიგნიდან „ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“, აირჩიონ ერთ-ერთი ხელნაწერი და მოამზადონ ზეპირი პრეზენტაცია. 3 წთ.



შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
მინიმალური
საშუალოზე
საშუალოზე
მაქსიმალური
ჩაერთულობა
ისმენს ინფორმაციას, მაგრამ ვერ გადმოსცემს მას.
ისმენს ინფორმაციას, უჭირს აზრის გადმოცემა აზრის.
ისმენს ინფორმაციას, მეტ-ნაკლებად გადმოსცემს აზრს.
ისმენს ინფორმაციას, გადმოსცემს გასაგებად.
ინფორმაციის გაგება
სწორად ვერ სცემს დასმულ კითხვებზე პასუხის
უჭირს შეკითხვებზე სწორი პასუხის გაცემა
მეტ-ნაკლებად სწორად სცემს შეკუთხვებზე პასუხს.
სწორად სცემს პასუხს  დასმულ შეკითხვებს.
ანალიზი
ვერ აკავშირებს მიღებულ ინფორმაციას ერთმანეთთან
უჭირს მიღბული ინფორმაცციის ერთმანეთთან დაკავშირება
მეტ-ნაკლებად სწორად აკავშირებს ერთმანეთთან მიღბულ ინფორმაციას
მიღბულ ინფორმაციას სწორად აკავშირებს ერთმანნეთთან.

1 comment: